ლიტერატურამოთხრობა
ივან ბუნინი – ცრემლები
კარ-მიდამოს ალაყაფს მათხოვარი დედაბერი მოადგა, ბებრულ ძველაძვულებში გამოკრული. ბებრული სწორი წინდები ეცვა გამხმარ ფეხებზე, ნატანჯი თვალები ჰქონდა…
მივეცი მას ათშაურიანი, ვცადე გამოვლაპარაკებოდი:
— აი შენ, ბებო, ყველგან დადიხარ, ყველგან ნამყოფი ხარ, — ალბათ ბევრ რასმე საინტერესოს ხედავ?
მწარედ აქვითინდა:
— რას იზამ, შვილო, რა თქმა უნდა, ვხედავ!
ვანია სულელი კოჭლობით გამოეშურა მის გასაგდებად, — ჭაღარა, უსწორმასწოროდ თავგაკრეჭილი, ერთი დედაკაცური პერანგის ამარა, მხარზე ბოხჩამოგდებული:
— გამარჯობა, ვანია! როგორა ხარ?
ენაბრგვილად, დორბლიანი ტუჩებით, მხიარულად მიპასუხა:
— დიდი ცრემლებით, ძიაკაცო! დიდი ცრემლებით!