ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – კაციჭამია

მათხოვარა გოგო, ობოლი, არასასიამოვნო, თუმც კეთილშობილური შესახედაობის, მეტად ჩუმი, თითქმის სულელი — აიყვანეს ბატონის სასახლეში, აძლევენ ყველაზე ბინძურ და ძნელ სამუშაოს. წვალობს სიტყვაშეუბრუნებლად, ჩუმად, ყველანაირად ცდილობს ასიამოვნოს. მოურავმა, ისე იგი მსახურთა უფროსმა, გადამდგარმა ჯარისკაც-გრენადერმა, მალე დააკარგვინა მას უმანკოება — ის დანებდა თავგანწირული, თუმც საბრალო ბალღური წინააღმდეგობის შემდეგ, ერთი თვის მერე დაორსულდა, ყველამ ყველაფერი შეიტყო.

მოურავის თანამეცხედრემ ერთი მეხთატეხა დააწია, ქალბატომა ისწრაფა, გოგო გაეგდო. ტირილ-ტირილით გოგონამ როგორც იყო გამოაკრა თავისი ხარახურა ტომარაში, გაიქცა სახლეულისაგან შორს. მოურავის ცოლი, ხალხის ჯგროდან გადმომდგარი, ველურად გაჰკიოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, უსტვენდა, ძაღლებს უქსევდა მას, ძვალს ურაკუნებდა
სპილენძის ტაშტზე, ყვიროდა სხვადასხვა ხმებით:

— ძუკნა! მათხოვარო! ეზოს მაწანწალავ! კაციჭამიავ! კუდიანო!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button