ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – შუადღე

შუადღის მცხუნვარება დგას, თვალისმომჭრელი ბრწყინვა გადასდის უძრავ ყვითელ გუბურას და მის თიხოვან, მოყვითალო ნაპირებს. ნახირი მორეკეს საძოვარზე, დასასვენებლად. — ძროხები ჩადგნენ გუბურის ბოლოში, მუცლამდე წყალში დგანან.

გვერდით მხიარული წივილ-კივილი, შეძახილები, სიცილი მოისმის — ტანთ იხდიან და წყალში ეშვებიან გოგოები. ერთი პირდაპირ თავიდან იძრობს რუხ მოთხვრილ ზედაკაბას და ისე ველურად ხტება, რომ მე მყის მახსენდება ნილ ნუბია.

შავთმიანია იგი და ძალიან გარუჯული კანი აქვს. ძუძუები — ვით ორი მუქი მაგარი მსხალი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button