
ლიტერატურამოთხრობა
ივან ბუნინი – შეხვედრა
ხატობაზე ბატონიშვილი ცხენით გაემგზავრა სოფელს.
გოგო, რომელზეც იგი ესოდენ რომანტიკულად იყო შეყვარებული მაშინ, პარმაღზე გამოდგა მორთული, სიხარულით მღიმარი:
— გამარჯობათ. რამდენი ხანია აღარ ყოფილხართ? თქვენ ჯერ კიდევ როდის იყავით სულ ბოლოს: მაშინ ჩვენმა ძუკნამ ლეკვები დაყარა, ახლა კი ჯანმრთელი ძაღლები დაგვეზარდნენ…