John McAfee: დამნაშავეების მიერ ანონიმური კრიპტოვალუტების გამოყენება მათი ფართოდ მიღების წინაპირობაა
ანტრეპრენერმა ჯონ მაკაფიმ განაცხადა, რომ კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მონეტების აღიარება, როგორებიცაა Monero, Zcash, Dash და სხვები, გარდაუვალია. მისი აზრით, ამის დამამტკიცებელი საბუთია კრიპტოვალუტების გამოყენება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მიერ.
ისტორიულად კრიმინალიტეტი ყოველთვის პირველი იყო ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, სამართალდამცავი ორგანოები კი ჩამორჩებოდნენ – ხაზი გაუსვა მაკაფიმ. – თუმცა მათ უწევდათ მიმდინარე პროცესებს დაწეოდნენ, რასაც სიახლის დანერგვამდე მივყავდით – დაამატა მან.
„გაქცევისთვის საჭირო სწრაფი ავტომობილები 1930-იან წლებში, ტელეფონები დანაშაულის კოორდინირებისთვის. ხელისფულება ყოველთვის აგვიანებდა. ამჟამად კრიმინალებმა დაამტკიცეს კონფიდენციალურობის ძალა“ – დაწერა ანტრეპრენერმა.
მან დაამატა, რომ სახელმწიფო ორგანოები სიახლეებს ჩამორჩებიან ბიუროკრატიის გამო.
ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებები, რომლებიც ძალაუფლებას იყენებდნენ, „ანელებდნენ საყოველთაო პროგრესის განვითარების ტემპებს თავიანთი კომპეტენტურობის დონემდე“ – განაცხადა მაკაფიმ.
მაკაფიმ ძველად განაცხადა, რომ Bitcoin გახდება „ოქროს სტანდარტი“. მან ივარაუდა, რომ მონეტა 1 მლნ აშშ დოლარიან დონეს მიაღწევს 2020 წლის ბოლოს. მცირე ხნის წინ კი განაცხადა, რომ ამაზე უბრალოდ იხუმრა. პირველ კრიპტოვალუტას მან „Shitcoin” უწოდა და განაცხადა, რომ მომავალი Altcoin-ებს ეკუთვნის.