Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

2020 წელს Apple Watch-ს დაემატება ძილის მონიტორინგის ფუნქცია

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Apple ამჟამად დაკავებულია ძილის გამოკვლევის ფუნქციაზე მუშაობით, რომელიც გამოყენებული იქნება Apple Watch სმარტ-საათებში.

სიახლის შესახებ Bloomberg-მა დაადასტურა და განაცხადა, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქცია დაკავშირებული იქნება ახალ აღჭურვილობასთან და არა watchOS-ის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ Apple-ის თანამშრომლები ახალი ფუნქციის ტესტირებას უკვე რამოდენიმე თვეა ახდენენ კომპანიის კამპუსში, რათა გაფართოებული ფუნქციონალურობის მქონე სმარტ-საათები უკვე მომავალ წელს გამოუშვან. 

image.jpeg

Apple, როგორც წესი, სმარტ-საათების ახალ ვერსიებს შემოდგომაზე უშვებს ხოლმე. ამ დროისთვის Apple Watch-ს არ აქვს ინტეგრირებული ძილის მონიტორინგის ფუნქცია. თუმცა სმარტ-საათებისთვის განკუთვნილი აპლიკაციები, მათ შორის AutoSleep-ი, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ და საშუალებას იძლევიან მონაცემები სინქრონიზდეს აპლიკაცია Health-თან iPhone-ზე.  

Bloomberg-ი წერს, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქციის დამატებას დასჭირდება ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, რადგანაც მომხმარებლების უმეტესობა მოწყობილობას ღამით ტენის. ალტერნატივად შესაძლოა შემოთავაზებულ იქნას ნაკლები ენერგიის საჭიროების მქონე მოწყობილობა და გადასვლა უფრო სწრაფი დატენვის რეჟიმზე Qi სტანდარტის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც დილაობითაც არის შესაძლებელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button