
ტექნიკური ანალიტიკოსები: Bitcoin და ოქრო ემზადებიან მაქსიმუმების სინქრონული განახლებისთვის
CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin და ოქრო მალე 2020 წლის მაქსიმუმებს დააფიქსირებენ.
კერძოდ, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ BTC-ის ფასის გამოსვლა დაღმავალი ტრენდიდან მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს 10 500 აშშ დოლარიან დონეს.
ამავე დროს, ოქროს დღიური გრაფიკიდან ჩანს ტრენდის გაგრძელების ტენდენცია:

ამჟამად ოქრო 1611 აშშ დოლარიან ნიშნულზეა და ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მალე ახალ სიმაღლეს მიაღწევს.
Kraken-ის მცირე ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ Bitcoin გვევლინება, როგორც დამცავი აქტივი:
„ოქროს, ნავთობისა და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების თვეების განმავლობაში გაძლიერებული კორელაცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ირან-ამერიკის კონფლიქტი და კორონავირუსის გავრცელება აისახა Bitcoin-ზე. შესაბამისად დადასტურდა თეზისი, რომ იგი წარმოადგენს ტრადიციული ფინანსური აქტივების რისკის ალტერნატივას“.
გარკვეული პერიოდის წინ იმის შესახებ, რომ Bitcoin და ოქრო გაიზრდებოდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ნათქვამი ჰქონდა Galaxy Digital-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაიკ ნოვოგრაცს.