ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ბილეთების Bitcoin-ით გაყიდვას იწყებს

კრიპტოსავალუტო ბირჟა Norwegian Block Exchange-ის (NBX) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პლატფორმამ შექმნა საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავიაკომპანია Norwegian Air Shuttle-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ბილეთები ციფრული აქტივებით.

ახალი ფუნქცია დამდეგ გაზაფხულზე წარდგება, თუმცა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ნორვეგიის მოქალაქეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ბირჟა თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ავიაბილეთების კრიპტოვალუტით შეძენის მხარდამჭერი პლატფორმა.

ავიაკომპანია Norwegian Air 1993 წელს დაარსდა და წარმოადგენს სკანდინავიის უდიდეს და ევროპის რიგით მესამე ავიაკომპანიას სიდიდით.

ჯერჯერობით უცნობია რომელი კრიპტოვალუტების მხარდაჭერა ექნება ავიაკომპანიას. კომპანიის დამფუძნებლის შვილმა 2017 წელს იყიდა 3,5 მლნ ნორვეგიული კრონის ეკვივალენტის Bitcoin, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 380 ათასი აშშ დოლარის ტოლია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ტაივანურმა კომპანია Far Eastern Air-მაც განაცხადა, რომ ემზადება ბილეთის საფასურად კრიპტოვალუტების მიღებისთვის.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button