კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

კორონავირუსმა IT-ინდუსტრიასაც დაარტყა – Samsung-ისა და Foxconn-ის ქარხნები მუშაობას დროებით აჩერებენ

როგორ ჩანს, კორონავირუსი უკვე იწყებს გავლენის მოხდენას მსოფლიო ინდუსტრიაზე. ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია მის გამო შეაჩეროს სხვადასხვა ქარხნის საქმიანობა, დასავლური კომპანიები კი ზღუდავენ თანამშრომლების ჩინეთში ვიზიტებს.

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა გადაადგილებასა და ტვირთის გადაზიდვაზე, რათა სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოს.

ცხადია, მოცემული ვითარება ტექნოლოგიურ სექტორზეც აისახა. როგორც რესურსი Zerohedge იტყობინება, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა Foxconn-ისა და Samsung-ის რამდენიმე ქარხანა დროებით გააჩეროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ წარმოების შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების პროვოცირება.

რესურს MarketWatch-ის აზრით ჩინეთში წარმოების იძულებითი შეჩერებით შესაძლოა მოგება ამერიკულმა ჩიპების მწარმოებლებმა ნახონ. “ნებისმიერი გაურკვევლობა ან შეფერხება ნახევარგამტარი პროდუქციის წარმოება-მიწოდებისას ნეგატიურ გავლენას იქონიებს მომწოდებლებზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიის მასშტაბები გაიზრდება, მოგებას ნახავენ ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული მეხსიერების მომწოდებლები, მაგალითად Micron, Western Digital და სხვები“ – აცხადებენ ანალიტიკოსები.

რესურსი The Verge აცხადებს, რომ Facebook-მა, Razer-მა და LG-მ შეზღუდეს თანამშრომლების გამგზავრება ჩინეთში. როგორც Bloomberg წერს, ჩინეთიდან დაბრუნებულ Facebook-ის თანამშრომლებს გაეწიათ რეკომენდაცია – ჯერჯერობით სახლიდან იმუშაონ.

რთულია ამ ეტაპზე ვივარაუდოთ, რამდენად სერიოზულად აისახება მოცემული ვითარება ინდუსტრიაზე, თუმცა კრიტიკული სიტუცია მიგვანიშნებს სამომავლო ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button