ლიტერატურა

კონსტანტინე გამსახურდია – ჯავშნოსანი და გუდურა

ერთი ჯავსნოსანი რეიდზე ისვენებდა. მსუბუქ ღელვას აყოლილი გუდურა ზედ ეხლებოდა ნაომარ გემს, დაუცხრომლად ებღლაძუნებოდა. ამ ამბავს უცქეროდნენ მოსეირნენი და იცინოდნენ უგუნური გუდურას თავხედობის გამო.“რამ გადაგრია, ძია კაცო, – გადასძახა გზადგავლილმა კატორღამ გუდურას, – ერთი რომ შეგიბეროს, თვალსაწიერს გადაღმა გადაგტყორცნის ეს ჯავშნოსანი”.“ფიქრი არაა, – მიუგო გუდურამ, – ვიდრე ეს გემი ჩემზე ხელის გასვრას დააპირებდეს, ჯავშნოსანთან მებრძოლს შემარქმევს ხალხი”.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button