ლიტერატურა

კონსტანტინე გამსახურდია – ძაღლი

მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა, დამავალა: ძაღლი გადაიყვანე გაღმა და ვენახში დააბიო.მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც.მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი აბა, რას დააკლებსო მათ, აქებდა კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს. მთვარიანი ღამე იყო და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა… მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა, ისევ დაიყეფებდა…ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის დასაფარავად მამაჩემის ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button