ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს „კანონპროექტი 2020 წლის კრიპტოვალუტების შესახებ“

შეერთებული შტატების კონგრესმენმა Paul Gosar-მა წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია რამდენიმე სააგენტოს შორის ციფრული ვალუტების რეგულირების ფუნქციების განაწილების საკითხი.  

კერძოდ, დოკუმენტში მოცემულია წინადადება – დაიყოს კრიპტო აქტივები სამ კატეგორიად: უშუალოდ კრიპტოვალუტებად, კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონლად და კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად. 

პირველ კატეგორიაში მოხვედრილი აქტივების რეგულირება უნდა მიენდოს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ქსელს (FinCEN), მეორე კატეგორიის კონტროლი – სასწრაფო საბირჟო ვაჭრობის კომისიას (CFTC), მესამე კატეგორიის აქტივები უნდა დაარეგულიროს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC). 

კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონელში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური საქონელი ან ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისები. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად დოკუმენტის მიხედვით ითვლება ყველა სასესხო, წილობრივი და ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. კრიპტოვალუტებად კი მოიაზრება ინსტრუმენტები, რომლებიც მიბმულია დოლარზე ან წარმოადგენს „ბლოკჩეინზე დამყარებულ სინთეზირებულ დერივატივებს“. 

ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა მოუწოდეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრს – FinCEN-ის მეშვეობით დაადგინოს კრიპტოსავალუტო ტრანზაქციებზე თვალყურის დევნების ისეთივე წესები, როგორებიც მოქმედებს ფინანსურ დაწესებულებებზე.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button