BitMEX-ის 2020 წლის ოთხი პროგნოზი და ანალიტიკოსების მოლოდინი 2023 წლისთვის
ბირჟა BitMEX-ის კვლევითმა განყოფილებამ რამდენიმე პროგნოზი გააკეთა ინდუსტრიის განვითარების შესახებ მომდევნო წლისთვის.
ექსპერტების აზრით Bitcoin-ის გასაყიდი ფასი იქნება 2000-15 000 აშშ დოლარის დიაპაზონში, პირველი კრიპტოვალუტის დომინირების ინდექსი კი არ გადააჭარბებს 75%-ს, თუმცა არ ჩამოვა 30%-ს ქვემოთ.
ტოკენი MATIC, რომელსაც ერთადერთი მომგებიანი მდგომარეობა აქვს IEO-ბუმის შემდეგ, 80%-ზე მეტით შემცირდება – თვლიან ექსპერტები.
BitMEX-ში აგრეთვე დაამატეს, რომ ქრეიგ რაიტი, დიდი ალბათობით, კვლავ დაიმუქრება 1 მლნ BTC-ის გადინებით. ექსპერტებმა ასევე ყველას მიულოცეს საახალწლო სადღესასწაულო სეზონის დადგომა.
ანალიტიკოს ბენჯამინ კოუენის აზრით 2023 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება.
ანალიტიკოსმა ლოგარითმული ანალიზის საფუძველზე ივარაუდა Altcoin-ების ახალი ბუშტი, რომლის დროსაც ყველა ციფრული აქტივის ჯამური ფასი ზემოთხსენებულ თანხას მიაღწევს.
მისი პროგნოზის თანახმად Altcoin-ების შემდგომმა რალიმ შესაძლოა 313-მაგი მოგება მოიტანოს. ამგვარი სცენარის შემთხვევაში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 2023 წლისთვის 32 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა ამ შეფასებას კოუენი სარწმუნოდ არ მიიჩნევს.
უფრო კონსერვატიული ანალიზით ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონ დოლარი იქნება და ყველა აქტივი ერთნაირად გაიზრდება – აცხადებს ანალიტიკოსი.
სამომავლო საბაზრო პიკის სცენარის მიხედვით Bitcoin-ის ფასი 141 ათას აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა მისი წილი 23%-მდე შემცირდება.
ასეა თუ ისე, კოუენი თვლის, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ Altcoin-ების დიდი ბუშტისგან და Bitcoin დომინირებას გააგრძელებს. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ანალიზი არ არის საინვესტიციო რჩევა, ეს გახლავთ მხოლოდ Bitcoin-სა და Altcoin-ებს შორის თანამოქმედების სავარაუდო განვითარების სცენარი.
შეგახსენებთ, რომ ფონდ Pantera Capital-ის ხელმძღვანელლი დენ მორჰედი თვლის, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს 40 ტრილიონ აშშ დოლარს.