ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-ის მიერ მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების ჩამონათვალი კიდევ გაიზარდა

Bitcoin-ბირჟა Binance-მა დაამატა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ვალუტის მხარდაჭერა. ესენი გახლავთ ჩეხური კრონა, ბულგარული ლევი და რუმინული ლეი. ამიერიდან ამ ქვეყნების რეზიდენტები შეძლებენ შეიძინონ კრიპტოვალუტები Visa ბარათების მეშვეობით. 

შესაძენად ხელმისაწვდომია BTC, BNB, ETH და XRP. ამ ვალუტებზე Mastercard-ის ბარათების მხარდაჭერა უახლოეს მომავალში დაემატება. 

გარკვეული პერიოდის წინ პლატფორმამ ასევე დაამატა პოლონური ზლოტისა და შვედური კრონის მხარდაჭერა. 

image.jpeg

8 იანვარს ბირჟა Satang Corporation-თან თანამშრომლობის შედეგად Binance-მა დაამატა ტაივანური ბატი. ამავე დღეს პლატფორმაზე გამოჩნდა ავსტრალიური დოლარიც. 

image.jpeg

ამჟამად Binance-ზე ჯამში მხარდაჭერილია 24 ფიატური ვალუტა. 

შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გეგმაშია 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button