კომპიუტერული ტექნოლოგია

გამოდის ახალი ლეპტოპი Apple MacBook Magic Keyboard კლავიატურით

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Apple გამოსაშვებად ამზადებს ახალ პორტატულ კომპიუტერ MacBook-ს. 

კომისიის დოკუმენტაციაში ლეპტოპი ფიგურირებს კოდური დასახელებით – A2289. აღწერაში კი ნათქვამია, რომ ეს გახლავთ პორტატული პერსონალური კომპიუტერი macOS 10.15 ოპერაციული სისტემით. 

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ კორპორაცია Apple ამზადებს 13-დუიმიან MacBook Pro ლეპტოპს, რომელსაც გაუმჯობესებული Magic Keyboard კლავიატურა ექნება. ამგვარი კლავიატურა უკვე გამოყენებულია 16-დუიმიან MacBook Pro-ში. თითოეული ღილაკი აღჭურვილია გაუმჯობესებული მექანიზმით. 

image.jpeg

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის დოკუმენტი გამოქვეყნდა 13 იანვარს, თავად მზადებაში მყოფი პროდუქტის შესახებ მიმართვა კი Apple-ის მიერ განხორციელდა 2019 წლის 24 დეკემბერს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პორტატული კომპიუტერის დებიუტი უახლოეს თვეებში შედგეს. 

დავამატებთ, რომ ძველად ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ 13-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპის გამოსვლას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მოწყობილობის ოფიციალური წარდგენა შესაძლოა მარტში მოხდეს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button