ახალი ამბებიტექნოლოგია

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მონიტორს 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით – ASUS ROG Swift 360

ბევრი თვლის, რომ 240 ჰერცი ბევრია, თვალი კი ვერ აღიქვამს განსხვავებას 144 და 60-ჰერციან დისპლეებს შორის, თუმცა ამგვარი აზრი როგორც ჩანს თანამედროვე ტენდენციისგან ჩამორჩენილია. კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მონიტორი ROG Swift 360, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა 360 ჰც კადრის განახლების სიხშირეა. 

მონიტორი შეიქმნა NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგად და ორიენტირებულია პროფესიონალი გეიმერული სეგმენტისთვის, რომლის წარმომადგენელებიც მონიტორის წყალობით მიიღებენ შესაძლებლობას – უფრო მეტი სიზუსტით ებრძოლონ და აჯობონ მოწინააღმდეგეს. კომპანიის განცხადების თანახმად პირველადმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ უპირატესობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა, დაახლოებით 4%-ს შეადგენს. შესაძლოა ეს მაჩვენებელი რიგითი გეიმერებისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, თუმცა კიბერსპორტის სამყაროში ამგვარი განსხვავება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს და პროფესიონალ გეიმერებს გამარჯვება მოუპოვოს. 

image.png

ROG Swift 360-ს საკმაოდ მცირე ზომის, სულ რაღაც 24.5-დუიმიანი დისპლეი აქვს,  გაფართოება კი 1080р. დისპლეის აქვს G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ექსპერტების აზრით პრეზენტაციის დროსაც კი შეიმჩნეოდა განსხვავებები ორ მონიტორს შორის, რომელთაგან ერთ-ერთის კადრის განახლების სიხშირე 240, მეორისა კი 360 ჰერცი იყო. ახალი მონიტორის ფასი არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება მეტად მაღალი იქნება. დამატებით წარმოდგენილ იქნა 27-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც 280 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. მისი ფასი უფრო კონკურენტუნარიანია – 450 აშშ დოლარი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button