ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Intel-მა დააანონსა პროცესორები Ice Lake Xeon Scalable

კომპანია Intel-მა დააანონსა მესამე თაობის Xeon Scalable ჩიპები, რომლებიც განკუთვნილია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისა და სხვა ყველაფრისთვის, რასაც მსგავსი მაღალი დონის გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აჩქარება DL Boost-ის მეშვეობით. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი ერთადერთი ჩიპები ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით. თუკი გასულ თაობას შევადარებთ, Intel გვპირდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების 74%-ით უკეთეს წარმადობას.

Xeon Scalable მიეკუთვნება Ice Lake სერიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აგებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. Intel-ი გვპირდება 46%-ით გაუმჯობესებულ წარმადობას სტანდარტული დატვირთვის სამუშაო პირობებში. ხუთი წლის წინანდელ სისტემასთან შედარებით წარმადობის მაჩვენებელი საშუალოდ 256%-ით უნდა გაიზარდოს. თითოეულ პროცესორს აქვს 40-მდე ბირთვი, ასევე რვა DDR4-3200 მეხსიერების არხისა და 64 ხაზი PCIe Gen 4-ის მხარდაჭერა სოკეტზე. 

„ჩვენი მესამე თაობის მასშტაბირებადი Intel Xeon პლატფორმა არის ყველაზე მოქნილი და მაღალი წარმადობის მქონე. იგი განკუთვნილია სხვადასხვა სამუშაო დატვირთვისთვის ქლაუდიდან დაწყებული ქსელითა და პერიფერიით დამთავრებული“ – აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი და Data Platforms-ის გენერალური მენეჯერი. – „Intel იკავებს უნიკალურ პოზიციას არქიტექტურის, დიზაინისა და წარმადობის კუთხით და მომხმარებლებს გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს ანიჭებს“. 

Intel  ასევე გვპირდება კრიპტოგრაფიის დაჩქარებას, რაც ნიშნავს კრიპტოგრაფიული ალგორითმების უკეთეს წარმადობას. „ინტენსიური შიფრირების სამუშაო დატვირთვისას“ თქვენ სარგებელს ნახავთ მისგან. 

პლატფორმა ასევე მოიცავს Intel Optane 200 სერიის მუდმივ მეხსიერებას, Optane SSD P5800X-სა და SSD D5-P5316 NAND-ს, აგრეთვე Ethernet 800 სერიის ქსელურ ადაპტერებსა და უახლეს პროგრამირებად ლოგიკურ ინტეგრირებულ სქემას (PLD, programmable logic device) – Intel Agilex. გამოჩნდა ახალი ქსელური ჩიპები N-SKU, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარღვევა 5G ქსელში წარმადობის 62%-იანი ზრდით. 

image.jpeg

Intel აცხადებს, რომ ქლაუდ-სერვისების რვაასზე მეტი მომწოდებელი უკვე იყენებს Xeon Scalable-ს. მიმდინარე წელს კი წამყვანი კომპანიები გადავლენ მესამე თაობის ახალ ჩიპებზე დაფუძნებულ პროდუქტებზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button