ქართული გვარები

გულდამაშვილი (ქართული გვარ – სახელები)

გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს. საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.

გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.

საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button