პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქუჩის მომღერალი

მან ეზო-ეზო
კარიდან კარად
ბევრი ლამაზი
სიმღერა ხარჯა,

მაგრამ არავინ
ჩასთვალა არად:
მას ძონძი მოსავს,
მდიდრებს კი – ფარჩა.

ქამანჩა, ქმნილი
ცრემლების ღვარად,
აი, სულ – რაც მის
ცხოვრებას დარჩა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button