ლიტერატურა

ლიტურგიკული ხატები ზვიად გამსახურდიას პოეზიაში

ლუიზა ხაჭაპურიძე –  საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნ. “ქართველური მემკვიდრეობა”, ტ. XIV, ქუთაისი, 2010,,გვ.186-189

თუ გინდა ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარომას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსულიარამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგითავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახომედროვენი და მოღალატენი კი გმირებად” _ ბრძანებდა ზვიად გამსახურდია. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული საზოგადოებისათვის, მათ შორის მართლმორწმუნე მრევლისათვის, ნაკლებადაა ცნობილი ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი. მან არა მარტო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების გზა დაუსახა ქართველ ერს, არამედ, აღუდგინა ქართველ ხალხს რელიგიური ცნობიერება და შთაუსახა მებრძოლი ქრისტიანობის სული.

რელიგიური თვალსაზრისით მისი შემოქმედება და ცხოვრების გზა ერთმანეთის თანმდევია.

შეიძლება ითქვას, რომ დავით გურამიშვილის შემდეგ ქართული ლირიკის საგანძურში თითქმის არ მოიპოვება ქრისტიანულ-ბიბლიური თემატიკის ისეთი შთამბეჭდავი ვარიაციები, როგორიც ეს ზვიად გამსახურდიას პოეზიაში გვხვდება.

მისი მთელი შემოქმედება მართლმადიდებლური სულითაა გაჟღენთილი. იგი ქმნის ახალ პოეტურ ფრაზებს, რომელიც უფრო გამუსიკებული ლიტურგიკაა, ვიდრე უბრალოდ პოეზია. მაშინ როცა მისი თანამედროვეები რელიგიის ხსენებასაც ერიდებოდნენ, იგი ქმნის მუსიკალურ ლოცვებს: წმიდა გიორგისადმი,  წმიდა ნინოსადმი, სავედრებელს ერისადმი:

წმიდა გიორგი

“წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,

ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არის,

შემუსრე, უწმინდურ დრაკონთა ორგია,

იხსენი სამკვიდრო შენი, გეორგია!..”,

წმიდა ნინო

ნათლის ანგელოსს ჰგავდი, როს წარმართთ დაგვიზავდი…

დედავ და ემბაზო ჩვენო, ნინო, ქართლს ბენლისა მთენო,

უკვდავო სიკვდილსა შინა, მარად გვიძღოდე წინა!”,

ლოცვა ერისადმი

უფალო, გვედრი, დაიფარე მამული ჩემი,

შენი წილხვდომილი, კვართმომადლებული,

მარად სხივოსანთა უკვდავი თემი,

სადაც წარმოგზავნე ბარძიმი ქებული

და ოქროს საწმისის მადლი მზიური

აღმოაცისკროვნე, ვით წყარო ცხოველი,

რათა ზიარებით აღზევდეს ყოველი…

შენი ბარძიმია ტურფა ივერია,

მისი განმართლება შენს ცაზე სწერია,

შენთანა დაფლული, ოთხი დღისა მკვდარი,

ქრისტე, აღადგინე და მოეც ჯვარი,

ცათა დიდება ხარ და თემთა მთენი,

უფალო, აკურთხე სამკვიდრო შენი!”

აქ უთუოდ “ერზე ლოცვა” გაგვახსენდება, შდრ.: აცხოვნეუფალოერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი..”

წერს ლექსებს სათაურით: პროსკომიდია, აღდგომა, მელქისედეკი – მეფე სალიმისაბეთანიაუძღები შვილი (ეს უკანასკნელი ბიბლიური სიუჟეტის მისეული პოეტური ვარიანტია)…

ზ. გამსახურდია არა მარტო პოეტურ ლოცვებს უძღვნის სათაყვანებელ წმინდანებს არამედ, საღვთო ლიტურგიასაც პოეტურ სახეს აძლევს. მისი ლექსი “ნათლისღება” ამის დასტურია:

მაგ. ნათლისღების ტიპიკონში ვკითხულობთ: რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეს და ქრისტე შეგიმოსიესალილუია“. ამავე დროს მღვდელი მოსანათლს ფეხებზე და ყურებზე სცხებს მირონს სიტყვებით: “სლვად გზასა სიმართლისასასმენად სარწმუნოებისა

ახლა ზვიადს მოვუსმინოთ:

ხელთა შენთა შემქმნეს და დამბადეს მე,

დღემ განგინათლა არყოფნის ღამე,

ცა იხილავს თვალთა შენთა ახელილთა სულიწმიდის სახელითა.

სლვად გზასა სიმართლისასასმენად სარწმუნოებისაიცხე მირონი,

გულს შთაიბეჭდე სიტყვანი სათნოებისა არ საძვირონი,

რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეს,

სული შენი უქრობ კელაპტრად ჰგიეს,

უკვდავებად აღიმსთე და შეიმოსე ქრისტე!”

საღმრთო ლიტურგიის მისტერია იგრძნობალექსში “სონეტი მანანას”. წირვისას მღვდელი ჯერ საკმეველს კანკელშიჩასვენებულ ხატებს უკმევს, შემდეგ მრევლს და საკურთხეველში დაბრუნებული აღებს აღსავლის კარს. წიგნში “წესი დაგანმარტება საღმრთო ლიტურგიისა” ვკითხულობთ: “ამ დროს შუატაძარში მყოფნიგულში უნდა ამბობდნენ: წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე“. ეს რიტუალი ლექსში ასე ჟღერს:

გამართე მზერამოიმარჯვე იმედის ფარი,

გრძნობათა შენთა საკმეველი უკმიე ხატებს

და როს დიდებით განიხვნება აღსავლის კარი,

შეიწირავენ ლოცვას შენსას მოანდამეტეს…”

რაც შეეხება ლექსს “მამა”, იგი უთუოდ მაცხოვრის გეთესემანიის ბაღში აღვნელილ ლოცვას მოგვაგონებს: მამაო ჩემოუკუეთუ შესაძლებელ არსთანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესეხოლო არა ვითარ მე მნებავსარამედ ვითარცა შენ” (მათე, 26,29). აქ ლირიკული პერსონაჟი ახალ შინაგან სიცოცხლეს ანიჭებს ბიბლიურ ეპიზოდებს და დამოუკიდებლად აგრძელებს თავის არსებობას. ამასთანავე ლექსი ისეთი ღრმა შინაგანი სევდით არის აღსავსე, როგორსაც მოსალოდნელი განსაცდელის ხილვა აღძრავს ხოლმე ადამიანში:

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,

უფალოამაცდინე სასუმელი ესე.

მამა ხარ ყოველთაძეთათვის მზრუნველი,

უფალოამაცდინე ესე სასუმელი.

ნუ ჩემი იყოფინარამედ შენი,

შენ თავად ნება ხარსიმართლის მჩენი,

ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,

გვედრიშემიწყალეძეო დავითისო!”

ეს არის სულისშემძვრელი ხილვა დაბედისწერის წინასწარი განჭვრეტა, სიკვდილის ცხადი და ხელშესახები შეგრძნება. ესშეგრძნებები ხშირია მის პოეზიაში. მაგ. ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ლექსისქვეთავში “ეპიტაფია” ვკითხულობთ:

“ვჭვრეტ საღამოს – ნიმბიანს,დანისლულს,

ო, რაგვარად ეუცხოვა ტანი სულს…

შენკენ მომაქანებს ფიქრის ჩქარი წვა მე

რარიგ მეუცხოვა საკუთარი გვამი…

ვდუმვარ და არა აქვს ძალა ჩემს სტრიქონებს,

ბინდიან ფიქრებში ქარი თუ მიგონებს…

რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,

ნექტარიც წავიღე და შხამიც იმდენი…

რარიგ ვეუცხოვე მიწის გაშლილ მკლავებს,

დასცქერის გოლგოთა გაძარცვულ საფლავებს…”

ზ. გამსახურდია თვით თარგმნის დროსაც სათარგმნ ობიექტად იღებს ქრისტიანულ სულთან ახლოსმდგომ მწერლებს, წმინდანებს, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას.

სათარგმნ მასალასთან სულიერი კავშირის გამოვლინების ერთ-ერთი ნიმუშად შეიძლება ჩავთვალოთ მის მიერ ნათარგმნი მართლმადიდებლობის დიდი მამების ათანასე დიდის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და სხვათა ნაშრომები.

თუმცა, უნდა ითქვას, მისი საოცრად ფაქიზი დამოკიდებულება გრიგოლ ღვთისმეტყველისადმი. ამ წმინდანის ცხოვრება  და ტკივილები ეტყობა განსაკუთრებით ახლოს იყო ზ. გამსახურდიას სულთან. სამშობლოდან გაძევებული, დევნულებში მყოფი წმინდანის სულიერ განცდებში იგი თითქოს თავის მომავალ ბედისწერას ხედავს:

ჩემი ახლობლები საფლავებში განისვენებენმხოლოდ სამშობლოღა დამრჩამაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევაახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარქრისტემეუფეოშენა ხარ ჩემი სამშობლოჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარებაშენ ყველაფერი ხარ ჩემთვისნეტავ მეღირსოსღმერთორომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!” (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ფიქრები დევნულებაში)…

ბოლოს, ისევ ბატონ ზვიადს დავესესხებით: “ქრისტიანული იდეალი გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოების ზნეობრივ ჩამოყალიბებაშიმხოლოდ მას შეუძლია თანამედროვე ადამიანი დეგრადაციისგან იხსნასამიტომაც ჩემს ხალხში ამ იდეალთა აღორძინება ცხოვრების მიზნად დავისახეაი რა არის ჩემი ბრძოლის არსი!

შეიძლება, ვთქვათ, რომ ამ სიტყვათა ჭეშმარიტება ყველაზე უკეთ წარმოჩინდა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. იგი თავისი პოეზიით, საქმითა და სიტყვით მარად უფლის საკურთხევლის წინაშე მდგომი მლოცველი იყო. მან შეძლო, ათეიზმის ხანაში ტაძრებში მინავლებული საღვთო ლიტურგია პოეტური სიტყვით გაეჟღერებინა ქართულ საზოგადოებაში.

ლუიზა ხაჭაპურიძე –  საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნ. “ქართველური მემკვიდრეობა”, ტ. XIV, ქუთაისი, 2010,,გვ.186-189

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button