სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე

  • საბავშვო

    სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე

    ერთ სოფელში იყო ერთი უშვილო ღარიბი კაცი. ამ ქვეყანაზე არაფერი საზრუნავი არ ჰქონდა. დილიდან საღამომდის მუშაობდა ყანაში. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა  ცხვირ-პირზე. დაღამდებოდა და ააყუდებდა სამოყიან თოხს ჯარგვლის ღობეზე, შეაღებდა კარებს, დაანთებდა ცეცხლს, ოზანდარიდან გამოიღებდა ცივ მჭადს და აცუცქიდა ზედ თევზის კუდს. დაწვებოდა, დსასვენება უნდოდა, მაგრამ სიზმარი საშველს არ აძლევდა. ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, რომელიც ვითომ საიქიოს მიათრევდა მას. ამოტომ ძალიან ეშინოდა სიკვდიოლისა. ერთხელ სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე და ჩამოსულა დედამიწაზე. თურმე ეძებს საიქიოში წასაყვან კაცებს. მიდის გზაზე და ცხენს მიაჯირითებს. ის ღარიბი კაცი შეხვდა პირდაპირ. შიშმა აიტანა, იფიქრა, წამიყვანსო, დამალვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. სიკვდილმა მიაჭენა ცხენი ამ კაცთან და მიესალმა, შიშისაგან გათავებულმა კაცმა ძლივს უთხრა გაგიმარჯოსო !� ნუ გეშინია, მე შენს წასაყვანად არ მოვსულვარ, ამ სოფლიდან ერთი-ორი კაცი უნდა წავიყვანო და მანამდის ეს ცხენი დამიჭირეო! – გამოელაშარაკა სიკვდილი. კაცმა გამოართვა ცხენი და აღვირი ხელში დაიჭირა. სიკვდილი გაიქცა სოფელში კაცების წამოსაყვანად. დარჩა კაცი მარტო სიკვდილის ცხენთან. იფიქრა: მოდი, სიკვდილს ამ ცხენს მოვპარავ, შევჯდები ზედ და წავალ; მერმე როგორღა მოაკითხავს ვინმეს და  ხალხს სიკვდილისაგან ვიხსნიო. შეჯდა ცხენზე. უნდოდა, გაეჭენებინა და იქაურობას გაორებოდა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. სიკვდილს მათრახი თან…

    Read More »
Back to top button