PDFრომანიწიგნები

რეზო გაბრიაძე – ქუთაისი ქალაქია

ეს ნამდვილი ამბავი ვარლამს ბავშვობის სიბერეში გადახდა, ათი წლისა რომ იყო. ტანად პატარა ვარლამს დიდი თავი ჰქონდა, დიდი ყურები და დიდი თვალები. იოლი და გემრიელი საცემი იყო. იშვიათად თუ ჩაუვლიდა ვინმე, თავში რომ არ წაეყოლებინა სიამოვნებისათვის. ომი ახალი გადახდილი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს გართობა და სიხარული: პური არ იყო, მიხვრა-მოხვრა დაიკარგა, ვიღას ახსოვდა ხალვა, პაემანი და პადრუჩკი?
ვარლამი გარეგნობისა და მკაცრი სინამდვილის გამო ადრე დგებოდა, მარტო დადიოდა ცარიელი ქუჩებით, მოკლე გადარბენებით, მალვითა და აქეთ-იქით მალ-მალ ყურებით.
ავადმყოფობდა ხშირად – თავდავიწყებით, წიგნებით და ფანტაზიებით. სტრეპტოციდს ჯერ მუჭში მალავდა, მერე ლეიბის ქვეშ. დედა ჰყავდა მევიოლინე, აგრეთვე მკერავი, აგრეთვე გერმანულის
მასწავლებელი, მამაც ჰყავდა, მაგრამ ხარკოვში, თუ, ეგებ, კაზახისტანში.
მამის ფოსტის ნომერი იყო 12\ \89423\6793.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button