ნასყიდა

  • ზღაპარი

    ნასყიდა

    იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი და დედაკაცი, ჰყავდათ ერთი ვაჟიშვილი. ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, ლუკმა პური ენატრებოდათ. შვილი ვერაფრით შველოდა მშობლებს და ძალიან წუხდა. უთხრა თავის დედ-მამას, წამიყვანეთ და გამყიდეთ, ჩემი ნაფასურით ჭამეთ და ტანთ ჩაიცვითო, ჯერჯერობით გეყოფათ და მერე იქნება ღმერთმა მიშველოს და თავი დავიხსნაო. ამის გაგონებაზე დედამ და მამამ ტირილი დაიწყეს: – შვილო, შენი ნაფასური ჩვენ ოგორ უნდა მოვიხმაროთო და უარი უთხრეს. შვილმა მაინც თავისი არ დაიშალა. მამამ წაიყვანა ტირილით თავისი შვილი გასაყიდად. გამოემშვიდობა ედას და მამა-შვილი გაუდგა გზას. შვილმა უთხრა მამას: �         რომ გკითხონ, როგორ ჰყიდიო, უთხარი � ხუთ-თუმნათა-თქო. თუ გკითხონ, რა იცის ხუთი თუმნისაო? – უთხარი: ჩემი შვილი თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობს-ქო. ბევრი სიარულის შემედეგ მივიდნენ ერთ სახელმწიფოში. ხელმწიფემ გაიგო, რომ ერთ კაცს შვილი მოუყვანია გასაყიდად. უბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ. როცა მამა-შვილი მიიყვანეს  ხელმწიფესთან, ჰკითხა: �         როგორა ჰიდი შვილსაო? �         ხუთ თუმნათაო, – უპასუხა კაცმა. �         ხუთი თუმნისა რა იცის შენმა შვილმა? –…

    Read More »
Back to top button