ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Coinbase წაშლის DApp-ბრაუზერს მობილური საფულიდან, რათა Apple-ის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს

Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა შესაძლოა წაშალოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps)  ნახვის ფუნქცია მობილურ კრიპტოსავალუტო საფულეში. კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას ხსნიან აუცილებლობით – „შეესაბამებოდეს App Store-ის პოლიტიკას“. 

image.png

მომხმარებლები კვლავინდებურად შეძლებენ მიიღონ წვდომა Dapp-ებზე Coinbase-ის საფულედან დესკტოპ მოწყობილობებზე WalletLink სერვისის მეშვეობით. 

Reddit-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე კომენტარებში Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა ივარაუდა, რომ „Apple, როგორც ჩანს, გამორიცხავს Dapp-ების გამოყენებას App Store-ში“. 

„თუკი Apple-ის მომხმარებლებს სურთ ჰქონდეთ Dapps-ის გამოყენების შესაძლებლობა, ჩვენ ალბათ ვალდებულნი ვართ კომპანიას რაიმე ფორმით ვაცნობოთ ამ მოთხოვნის შესახებ“ – განაცხადა მან. 

არმსტრონგმა დაამატა, რომ Dapp-ების უამრავ შემქმნელ პირს მილიონობით დოლარი აქვთ თავიანთ ფინანსურ აპლიკაციებში, რომელთაც მობილურ მოწყობილობებში მეტად ვეღარ გამოიყენებენ მარკეტის პოლიტიკის გამო. 

ძველად Google-მაც წაშალა Ethereum-საფულე MetaMask Android-ისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მარკეტიდან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button