ლომი და მელია
- ზღაპარი
ლომი და მელია
ლომი ძლიერ ავად გამხდარიყო და უძრავად იწვა თავის ბუნაგში. მიდიოდნენ მის სანახავად სხვადასხვა მხეცები. ხელცარიელი არავინ მიდიოდა ავადმყოფთან, მოჰქონდათ ხილი და ბოსტნეული, ხორცი და კაკალი… ყველა თავისი წესისამებრ ცდილობდა ავადმყოფის მვლასა და გამხიარულებას. თხუნელებმა ტყიდან ხის ნაფოტები მოიტანეს და ლომის ბუნაგში ბუხარი ააგიზგიზეს. მგელმა სამზარეულოს მიაშურა და ისეთი დედალი მოუხარშა თავის ბატონს, რომ ნერწყვისაგან სული ეხუთებოდა. არც ბუთა ოჯახი დარჩენილან ვალში ბატონს, მათ ბალახისა დ ბოსტნეულისაგან შინაური წამალი მოუმზადეს. ტყის მმღერალმა გუნდმა ავადმმყოფ ბატონს თავის ოსტატობა უჩვენეს. თავს ევლებოდნენ და უვლიდნენ თავიანთ ბატონს. ხოლოდ მელია არსად ჩანდა და ყველა კითხულოდა: – ნეტავ სად არის დღეს მელია, რომ არსად ჩანსო? მგელმა ყველას გასაგონად თქვა: – როცასაერთო მოლხენა და ქეიფია, მელა ხომ არასდროს არ დააკლდება და დღეს რაღად მოვა; იცის, რომ გამოსარჩენს ვერაფერს გამოელისო. ლომმა ძალიან იწყინა მელიის ასეთი უყურადღებობა. მხეცები გვიან ღამით დაიშალნენ. – შენ რატომ აარ ინახულე ჩვენი ავადმყოფი ბატონი? — ჰკითხა თხუნელამ მელას. პასუხად მელამ განაწყენებული სტუმარი შინ შეიპატიჟა და სუფრა გაუმართა. შუა ქეიფში თხუნელამ მელას მგლის ნათქვამი გადასცა.…
Read More »