ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

გამოვიდა პირველი სადებეტო ბარათი Litecoin-ის native-მხარდაჭერით

შედგა ვირტუალური სადებეტო Visa ბარათის გამოშვება, რომელსაც აქვს Litecoin-ის ბუნებრივი მხარდაჭერა. მისი ემიტენტია კომპანია BlockCard. 

როგორც პროდუქტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, უკვე არსებული ბარათისგან ახალი ბარათი განსხვავდება იმით, რომ იგი ერთადერთია, სადაც დეპონირებული თანხა კონვერტირდება და ინახება LTC-ში განაღდებამდე. 

ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება 12 კრიპტოვალუტაში: Litecoin-ის პარალელურად, ესენია – Bitcoin, Bitcoin Cash, Basic Attention Token, Dai, Ethereum, Paxos Standard, Stellar Lumen, Ternio, Tether, TrueUSD, USD Coin და XRP. 

ამჟამად ბარათი ხელმისაწვდომია აშშ-ის რეზიდენტებისთვის, სამომავლოდ მოსალოდნელია ევროპის 31 ქვეყნის მხარდაჭერის დამატება. იმისათვის, რომ Litecoin Card-ის მოხმარება დაიწყონ, მომხმარებლებს აუცილებლად მოუწევთ ვერიფიკაციის გავლა. 

შეგახსენებთ, წინა მცდელობა – გამოსულიყო სადებეტო Visa ბარათი Litecoin-ის მხარდაჭერით – წარუმატებელი აღმოჩნდა. ამგვარი ბარათის შემოთავაზება იგეგმებოდა პროცესინგ-სერვის LitePay-ს ფარგლებში. 

იმ დროს, LitePay-ის უკან მდგომი, იმავე სახელის მქონე კომპანია ამტკიცებდა, რომ სერვისის ამოქმედება ჩაიშალა „საგადახდო ბარათის ემიტენტების მხრიდან კრიპტოსავალუტო კომპანიებისადმი მტრული ქმედების გამო“. 

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ LitePay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ აზარემ  Litecoin Foundation-ს მიმართა დამატებითი დაფინანსებისთვის, რაზედაც ორგანიზაციამ უარი უთხრა ბიუჯეტის ბუნდოვანი განაწილებისა და კომპანიის მმართველობის საეჭვო პროცესის გამო. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button