ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ ავაშენეთ მაღალი კოშკი ..

ჩვენ ავაშენეთ მაღალი კოშკი
და დავასახლეთ მასში ლანდები,
მაგრამ გამოჩნდა ქიმერა ოშკის
და მოიტაცა ანდამატები.
დავიღუპებით? ეს სულ ერთია,
სიცოცხლეს არ ვთვლით ჯერეთ შემდგარად,
ვის შეუძლია გვითხრას – ბრძოლაში
იგი სიცოცხლე დასწვა ჩვენგვარად?

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button