
ვებგვერდ იბეიზე ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება.
ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა. განცხადებას ასევე ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.




