აკაკი წერეთელი
- პოეზია
აკაკი წერეთელი – თორნიკე ერისთავი
(ისტორიული პოემა) ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშადა ან ცაზე ვარსკვლავები?ვინ შეამკოს ღირსეულადქართველ გმირთა მხარ-მკლავები?ვინ მოგვითხრას მათი საქმეუთვალავი, საგმირონი,და ან მათზე გადმოსულიმადლი…
Read More » - ბიოგრაფია
აკაკი წერეთელი – ბიოგრაფია
1840 – 1915 პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, ეროვნული თვითშეგნების…
Read More » - მოთხრობა
აკაკი წერეთელი – დათუნა გოცირიძე
(ძველებური ამბავი) რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი…
Read More » - მოთხრობა
აკაკი წერეთელი – კუდაბზიკეთი
(ზღაპრული მოთხრობა) იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ…
Read More » - ლიტერატურა
აკაკი წერეთელი – მამალი რას ყივის
(ხალხური) ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და…
Read More » - მოთხრობა
აკაკი წერეთელი – მესარკე
სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ…
Read More » - მოთხრობა
აკაკი წერეთელი – პატრიოტის აღსარება
ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა… უდროოდ უვლია!.. აბა,…
Read More » - მოთხრობა
აკაკი წერეთელი – ყვითელი სანთელი
მოდით, მოდით, მოდით, მოდით, მობ-ძან-დით, მობ-ძან-დით… მოდით, მოდით, მობ-ძან-დით!.. გაიძახოდნენ პატარა ზარები და შიგა და შიგ დიდიც ჩაერეოდა ხოლმე. საყდარში…
Read More » - პოეზია
აკაკი წერეთელი – ჩემი თავგადასავალი
პირველი ნაწილი თავი I ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება,…
Read More » - ლიტერატურა
აკაკი წერეთელი – ოსმალეთის ქართველებს
ჩვენო ერთტომნო და ერთმოგვარე ძმებო! დიდი ხანი არ არის მის შემდეგ, რაც უკუღმართმა ბედმა დაგვიკარგა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერთობა, გაგვაპო შუა, გაგვყო ორად, გაგვასხვავა სარწმუნოებით და დაგვაშორა ერთმანეთს ქვეშევრდომობით. მაგრამ ჩვენ კი მაინც იმავე ერთის ტომის ხალხი ვართ, რაც ადრე ვიყავით, იმგვარივე სისხლი სდუღს ჩვენში დღესაც, რომელსაც ადრე ჩვენ და თქვენ ჩვენის ერთობისათვის თავგანწირულად შეერთებულად ვანთხევდით; იგივე გულისათვის ჩვენში, რომელიც ჩვენის ქვეყნის ერთობისათვის სიყვარულით იმსჭვალებოდა, და იგივე ამაყი და პატიოსანი სული გვამხნევებს, რომლითაც ჩვენ მაშინ ერთად განუყოფლად ქვეყანაში ქებით ვიხსენებდით. კიდევ მეტი ვსთქვათ: დღესაც ჩვენ მივენდობით იმავე ერთს ღმერთს, რომელიც ადრე გვფარავდა. ჩვენა გვაქვს ერთი ისტორია, რომელიც საქართველოსადმი თქვენ უფრო დიდ წილს გიდებსთ, როგორც შემხებს, მოსაზღვრეებს, – ის არ დაივიწყება უკუნისამდე, სანამ კი საქართველო არსებობს და სანამ ჩვენი დედა–ენა არ გამქრალა, ის ტკბილი ენა, რომელიც თქვენ აგრე მამაცურად და პატიოსნურად უცხოობაშიაც კი შეგინახავთ. რადაც უნდა ვიყოთ, რაგინდ შორს ვიყოთ ერთმანეთზედ, დიდათაც რომ განსხვავდეთ გარეგნობით, ჩვენ მაინც ყოველთვის ერთი უნდა ვიყოთ იმ მიზეზით, რომელიც ჩემოვთვალეთ. ჩვენი ცალცალოება, ჩვენი გაყოფა ორად – ჩვენი ბედისა და ძალის განახევრება არის. როგორც ძველად, ისე დღესაც უთქვენოდ ჩვენი ჭირი ორკეცდება და ლხინი კი ნახევრდება, თუ თქვენ ცუდ მდგომარეობაში გიგულებთ, მაშინ ჩვენი კეთილდღეობაც აღარაფრად გვიღირს და თუ თქვენც ჩვენთან ერთად თანამგრძნობი და ერთად უღლის გამწევად გხედავთ, მაშინ ჭირსაც აღარ შეუშინდებით. ღმერთმა ნუ ქნას უთქვენობა ჩვენთვის და უჩვენობა თქვენთვის. ორივე ნახევარი ცალ–ცალკე ყოველთვის უსრულო ნაწილებად დარჩებიან, მაგრამ ერთად შეერთებით კი ერთს სრულს შეადგენენ. დიახ, სულითა და გულით ჩვენ ერთი ვართ, ერთს ბედს ქვეშ უნდა ვიყოთ ყოველთვის“.
Read More »