1.18 გიგავატი
- Hi-Tech
არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი, 1.18 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური
ემირატების ხელისუფლებამ გახსნა მზის ელექტრო სადგური, რომლის სიმძლავრე 1.18 გიგავატია. მსოფლიოს წინა რეკორდსმენი სადგურის სიმძლავრე კი, რომელიც აშშ-შია განთავსებული, მხოლოდ 569 მეგავატს შეადგენს. ელექტროსადგური Noor Abu Dhabi, როგორც მოსალოდნელია, ელექტროენერგიით უზრუნველყოფს არაბთა ემირატების დედაქალაქის 90 ათას მაცხოვრებელს და საშუალებას მისცემს შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 1 მლნ მეტრული ტონით. პროექტის ავტორის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ეკვივალენტურია იმ გამონაბოლქვისა, რასაც წელიწადში 200 ათასი ავტომობილი გამოყოფს. ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირება, რათა დაბალანსდეს ბაზარი, ასევე გამონაბოლქვი და ნარჩენი მასალებიც. თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ძველებურად კვლავ მეტად დამოკიდებულია ნახშირწყალბადზე. გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლისთვის სამხრეთ კორეაშიც უნდა აიგოს მზის სადგური 3 გიგავატი სიმძლავრით. ჯამში ქვეყანას გამიზნული აქვს 2030 წლისთვის მზად ჰქონდეს 30,8-გიგავატიანი მზის ელექტროსადგური. ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან აღსანიშნავია ქარის ენერგიაც: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით ევროპაში 2027 წლისთვის ქარის ენერგია დომინანტი წყარო იქნება.
Read More »