Forum

Steam-ზე ყველაზე პო...
 
Notifications
Clear all

Steam-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათის ტიტული GeForce RTX 4060-მა მიიღო

1 Posts
1 Users
0 Reactions
21 Views
(@hydra)
Member Admin
Joined: 6 წელი ago
Posts: 54
Topic starter  

Steam-ის თებერვლის უახლესი სტატისტიკის მიხედვით ვიდეო ბარათი GeForce RTX 4060 გახდა ყველაზე პოპულარული გეიმინგ პლატფორმაზე. მან ჩაანაცვლა GeForce RTX 3060, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო. ეს შეიძლება ნაწილობრივ იმით იყოს განპირობებული, რომ პლატფორმაზე ჩინელი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

პლატფორმის მიხედვით მომხმარებელთა 8.57% ფლობს GeForce RTX 4060-ს. ერთი თვის განმავლობაში ბარათის პოპულარობა 3.97 პროცენტით გაიზარდა. GeForce RTX 3060-ის მფლობელების წილი 6.87%-იამანაც დააფიქსირა ზრდა თებერვალშიმაგრამ მხოლოდ 1.67 პროცენტული პუნქტითმესამე ადგილზე 6.56%-იანი წილით არის GeForce RTX 4060 Ti, რომელსაც დამატა 3.11% გასულ თვეშიყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათების ხუთეულს ავსებს GeForce RTX 4070 და GeForce RTX 3070. პირველ მათგანზე მოდის მომხმარებელთა 5.43% (+2.54% თვეში), ხოლო მეორეზე - 4.27% (+1.33% თებერვალში). 

image.jpeg 

AMD-ის ვიდეო ბარათები ჯერ კიდევ ვერ მოხვდა რეიტინგის ზედა ხაზებში. პორტატული Steam Deck კონსოლის პოპულარობაც კი, რომელიც აღჭურვილია Radeon გრაფიკით, სიტუაციას ვერ ცვლის. რეიტინგში ყველა მოწინავე ადგილს იკავებს GeForce RTX და უკან იტოვებს GeForce GTX მოდელებს. მეათე ადგილზეა GeForce GTX 1650, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მისი წილი პლატფორმაზე 2.51%-მდე შემცირდა (-1.05%). 

საერთო ჯამში, Steam-ის პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები კვლავ არის xx60 და xx70 კლასის ამაჩქარებლები. პლატფორმის სტატისტიკა შეიძლება საკმაოდ საინტერესო იყოს უახლოეს თვეებში, როდესაც Radeon RX 9070 და RX 9060 სერიების ვიდეო ბარათები გამოვა ბაზარზე. ყველაზე პოპულარული Radeon ბარათი ამჟამად არის RX 6600. 

https://www.overclockers.ge/index.php?/profile/15538-magdalena/


   
Quote
Share:
Back to top button