Forum

Bybit: ჰაკერების მი...
 
Notifications
Clear all

Bybit: ჰაკერების მიერ მოპარული კრიპტო აქტივების 20% სამუდამოდ დაიკარგა

1 Posts
1 Users
0 Reactions
21 Views
(@hydra)
Member Admin
Joined: 6 წელი ago
Posts: 54
Topic starter  

Ben Zhou-მ განაცხადა, რომ მოპარული თანხების წინასწარი ჯამური ოდენობა დაახლოებით 500 000 იყო. მთლიანი დანაკარგებიდან მოპარული მონეტების 77%-ს კვლავ ადევნებენ თვალყურს, ხოლო 3% ნაპოვნია და გაყინულია ანგარიშებზე. თუმცა, აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა, რომ მოპარული კრიპტო აქტივების 20%-ზე მეტი ბირჟამ შეუქცევადად დაკარგა.

Bybit-ის განცხადებით ჰაკერებმა დააკონვერტირეს 417.348 ETH (დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი) Bitcoin-ში და გადაანაწილეს იგი დაახლოებით 7000 კრიპტო საფულეში, თითო საფულეში საშუალო ბალანსით 1.71 BTC. ჰაკერებმა გამოიყენეს საარბიტრაჟო სავაჭრო ქსელი THORChain კვალის დასაფარად. მსგავსი ფრაგმენტაცია ართულებს მოპარული აქტივების პოვნასა და თვალყურის დევნებას, კრიპტო გამომძიებლებს კი ჯერჯერობით არაუმეტეს 42 მლნ აშშ დოლარი აქვთ გაყინული.

ბენ ჟოუმ მადლობა გადაუხადა კრიპტო გამომძიებლებს - Mantle-ს, Paraswap-სა და ZachXBT-ს დახმარებისთვის და განაცხადა, რომ „თავებზე მონადირეებს“ გადაუხადეს ჯილდო 2.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით USDT stablecoin-ში მოპარული თანხების პოვნაში.

მანამდე Bybit-ის გუნდმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მონაცემებით Lazarus Group-ის ჰაკერების მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმის დროს ბირჟის ინფრასტრუქტურა არ დაზარალებულა.

https://www.overclockers.ge/index.php?/profile/15538-magdalena/


   
Quote
Share:
Back to top button