Forum

Binance შეწყვეტს US...
 
Notifications
Clear all

Binance შეწყვეტს USDT-ის და სხვა Stablecoinების მხარდაჭერას, რომლებიც MiCA-ს არ შეესაბამება

1 Posts
1 Users
0 Reactions
26 Views
(@hydra)
Member Admin
Joined: 6 წელი ago
Posts: 54
Topic starter  

Binance ბირჟა შეწყვეტს ცხრა Stablecoin-ის მხარდაჭერას ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA). გადაწყვეტილება დაკავშირებულია MiCA-ს მოთხოვნების შესრულების აუცილებლობასთან. 

31 მარტს პლატფორმა ჩაატარებს სპოტ წყვილების დელისტინგს შემდეგ Stablecoin-ებთან: 

  • USDT;  
  • DAI; 
  • TUSD;  
  • USDP; 
  • FDUSD;  
  • AEUR; 
  • UST; 
  • USTC;  
  • PAXG.  

თუმცა, მათი შენახვა, დეპოზიტები, გატანა და კონვერტაცია ხელმისაწვდომი დარჩება, განუცხადა Binance-ის წარმომადგენელმა Cointelegraph-ს. 

„თუმცა, [მომხმარებლები] ვერ შეძლებენ ამ Stablecoin-ების გამოყენებას ჩვენი პლატფორმის სხვა პროდუქტებისა და სერვისებთ სარგებლობისთვის“, აღნიშნა მან. 

Binance-ის გუნდი რეკომენდაციას უწევს EEA-ს მომხმარებლებს მოახდინონ შეუსაბამო Stablecoin-ების შესაბამის ალტერნატივებად კონვერტაცია, როგორიცაა USDC ან EURI, ან გადაიყვანონ ისინი ფიატში. 

დელისტინგი უკავშირდება ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სამმართველოს რეკომენდაციას. იანვარში მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კრიპტო აქტივები, რომლებიც არ შეესაბამება MiCA-ს, უნდა გამოირიცხოს ბაზრიდან 31 მარტამდე. 

შეგახსენებთ, რომ თებერვლის მდგომარეობით, ათმა კომპანიამ მიიღო თანხობა EEA-ში Stablecoin-ების გამოშვებაზე. სიაში მოხვდა Circle, Crypto.com და Societe Generale. 

https://www.overclockers.ge/index.php?/profile/15538-magdalena/


   
Quote
Share:
Back to top button