ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

JPMorgan: ინსტიტუციონალებმა დაიწყეს Bitcoin-ის, როგორც ოქროს ალტერნატივის მიღება

კომპანია Grayscale Investments-ის Bitcoin-ტრასტები რესურსების ნაკადით აღემატება ოქროს ბაზაზე არსებულ ბირჟის ფონდებს (ETF) ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის წყალობით. ამას მოწმობს ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიში. 

„ადრე ჩვენ აღვნიშნეთ Bitcoin-ის მნიშვნელოვანი პოტენციალი გრძელვადიანი ზრდისთვის, თუკი იგი ინტენსიურად გაუწევდა კონკურენციას ოქროს „ალტერნატიული“ ვალუტის სახით. პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ათჯერ უნდა გაიზარდოს, რათა შეესაბამებოდეს კერძო სექტორის ინვესტიციებს ოქროში ETF-ის საშუალებით, ”- აცხადებს JPMorgan. 

image.png

GBTC-ის და ოქროს ETF-ის ზრდის დინამიკა. წყარო: JPMorgan. 

ანალიტიკოსი ვილი ვუ ეთანხმება ექსპერტების დასკვნებს Bitcoin-ის პოზიტიური დინამიკის ბუნების შესახებ. 

„ვინ დგას ამ აღმასვლის უკან? ეს არის ჭკვიანი ფული… ხალხი კეთილდღეობის მაღალი დონით. ინვესტორებს შორის გარიგების საშუალო ფასი ზედა მიმართულებით დიდ ნახტომს განაპირობებს. ბირჟისგარე ტრეიდერებიც არიან ამ ტენდენციის კურსში. პირველი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ თავისი ხარული აღმასვლის დახურულ ფაზაში იმყოფება“ – აღნიშნა მან. 

ვილი ვუ გვთავაზობს კიდევ ერთი გრაფიკის განხილვას, რომელიც ხარულ სიგნალს იძლევა. მასზე ჩანს ნარინჯისფერი ხაზის აღმასვლა, რომელიც ახალი ინვესტორების ნაკადის შემოსვლის სიჩქარეს აღნიშნავს. ბოლოს ამგვარი ტემპები 2017 წლის ბოლოს შეინიშნებოდა. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ მოგების ფიქსაციას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზრდის შემდეგ. 

„ჩვენი მეთოდოლოგიის თანახმად, ტრენდულმა სპეკულანტებმა გააძლიერეს ბოლო აღმასვლა და Bitcoin-ი ჭარბი ყიდვის ზონაში გაუშვეს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაკადის შესუსტება ახლო პერიოდში. ექსტრემალური მაჩვენებლის სფეროში გადასვლისთვის, რომელიც ამ სიგნალს გააძლიერებს, პირველი კრიპტოვალუტის კურსი კიდევ 5-6%-ით უნდა გაიზარდოს“ – აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. 

ადრე JPMorgan-ის ერთ-ერთმა სტრატეგმა განაცხადა, რომ ინვესტორები იმყოფებიან ალტერნატიული ატივების ძიებაში და ფიატური ფულის დიდ მოცულობას დებენ ოქროსა და Bitcoin-ში. ამისკენ მათ უბიძგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა. 

მარტში ანალიტიკოსებმა აღიარეს, რომ Bitcoin-ის მარტისეული ვარდნა მათთვის იყო პირველი სერიოზული სტრეს-ტესტი, რასაც კრიპტოვალუტა მეტად წარმატებით გაუმკლავდა. 

Cointelegraph-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად ინსტიტუციონალების 61%-მა უკვე მოახდინა კრიპტოვალუტაში ინვესტირება ან აპირებს ამის გაკეთებას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button