ილუსტრაციებიკომიქსებისურათები

გალერეა: უცნობი სუპერგმირის ქრონიკები

შვედი არტისტი ანდრეას ენგლანდი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაამთავრა მუშაობა თავის სერიაზე The Life of a Superhero. სერიაში რეალისტურად შესრულებული ნახატებით (და არა ციფრული არტით) ენგლანდმა ჩვენს თვალწინ გააცოცხლა უცნობი სუპერგმირის მთელი ცხოვრება, რომელშჲც ადამიანური უფრო მეტია, ვიდრე – სუპერგმირული. სერია მიზნად ისახავს სუპერგმირის სტერეოტიპის დამსხვრევას. როგორც თავად არტისტმა განაცხადა:
„მინდა შემექმნა ნამუშევრები, რომლებსაც შეუძლით კომუნიკაცია; რომლებსაც შეუძლიათ ამბების თხრობა. სწორედ ამ დროს მომივიდა აზრად სუპერგმირის კონცეფცია. მინდოდა ხალხისთვის გამეცნო ადამიანი ნიღბის მიღმა და შეულამაზებლად მომეყოლა მისი ამბავი. ჩემი სუპერგმირი სრულყოფილებისგან შორსაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ის უბრალოდ, ადამიანია. სრულყოფილი ადამიანები მოსაწყენები და პროგნოზორებადები არიან, ვის უნდა ეს?“
© Andreas Englund

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button