პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ადამიანის ბორკილებში ჩაჭედვისათვის

ადამიანის ბორკილებში
ჩაჭედვისათვის
თუ იბრძვის მტერი, ამტეხელი
ომის ხმაურის,
სამშობლო ქვეყნის უფლების და
დიდებისათვის
გაუტეხელი ნებისყოფა
სძლევს მეთაურის.

მასში მებრძოლის უწმინდესი
სისხლი ხმოვანებს,
დასძრავს რა პირად მაგალითით
ჯარს მოგუგუნარს –
უსაზღვროდა ხდის, საარაკოდ
აღაფრთოვანებს
მის იერიშებს, მის უბადლო
გაძღოლის უნარს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button