განხილვალიტერატურაწიგნები

14 მილიარდი წელი ჰელიოპოლისის მიღმიერ ლოგოსში

ავტორი: გოჩა შათირიშვილი
წიგნი სიცოცხლეზე, რომელიც შეიქმნა სამყაროს გაჩენის წამს და გასტანს სამყაროს გაქრობის შემდგომაც. იმოგზაურეთ ჩემთან ერთად 14 მილიარდი წელიწადი. არ შეგეშინდეთ, ეს მოგზაურობა სულ 24 გვერდიანია. ისტორია სამყაროს შექმნიდან დღემდე.
” გააუქმეს წარსულიცა და მომავალიც, ამოიშანთეს გულებიდან დრო, დაამხეს ცადაწვდილი ქრონომეტრი, განდევნეს სამთავიანი ღმერთი ქრონოსი დედამიწაზე თავისი მარადიული ბორბლიანად, არ სჭირდებოდათ დროის მამა მეტი, ქრონოსი ანაქრონოსად მონათლეს და დაიწყეს ცხოვრება დროის გარეშე… “
“დაიძრა გოჩას ბედისწერა – საფირონის ტორანის ჩუქურთმები, გიროსკოპივით დატრიალდა სამყარო, ირხეოდა ოცივე განზომილებაში, ბრუნავდა ყველაფერი, რასაც თვალი შეაწვდინა, საფირონის მქრქალ სხივებში, წონა და შეგრძნებები დაეკარგა.”
“მზის წიაღიდან ამოფრქვეულმა სიყვარულის ცეცხლმა გულები უკვდავებად აქცია; ჟინის მორევში ინთქმებოდნენ შეყვარებულები, დაუსრულებელი ვნების კოსმოსში, საიდანაც გამოსვლას ვეღარავინ ახერხებდა. საუკუნო ნეტარი ჟრუანტელი  გაუსაძლისად ექცათ, ჰედონიზმის ლაბირინთიდან ამოსვლას კი პერსეფონე არ ანებებდათ. სიბილასავით ენატრებოდათ სიკვდილი ვნებისაგან გამოფიტულებს, მაგრამ ფერად სარკოფაგებში ჩამწყვდეულები ტკბობის პირამიდის ლაბირინთებში ჩაკარგულიყვნენ. ორქიდეების ხეივანში ნიმფებთან, ანდრომედასთან,  ნერეიდებსა და  სირინოზებთან ერთად მარადიული ტკბობა ჰქონდათ მისჯილი. იმქვეყნიურ ცხოვრებაში ნეტარება ტანტალოსის ტანჯვად, ინანასა და გეშთინანას ბედისწერის ამეთვისტოს მცნებებად, ზედმეტ ტვირთად  ექცათ მათ მფლობელებს, ტკივილამდე მისული ჟინი კი აღარ უშვებდა ჰედონურ გულებს მაღლა ღმერთების სამფლობელოში, ხუნდებითა და ბორკილებით შეებოჭა  კლეოპატრას დანატოვარი. “

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button