გამონათქვამებისაკითხავი

ანტონ ჩეხოვი – გამონათქვამები

„არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა.“

„შემოქმედებით სფეროში იზოლაცია მტანჯველი რამაა. უმჯობესია ნეგატიური კრიტიკა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არაფერი.“

„დედაჩემი და მამაჩემი ის იშვიათი გამონაკლისები არიან მთელ ამ მზისქვეშეთში, რომლებისაც არასოდეს არ შემშურდება. თუ რამეს მივაღწევ ამ ცხოვრებაში, ეს მათი დამსახურება იქნება. ისინი დიდებული ადამიანები არიან და მათი აბსოლუტური სიყვარული თავიანთი შვილებისადმი მათ უსაზღვრო ქება-დიდებას იმსახურებს. ეს ფარავს ყველა მათ ნაკლოვანებას, ნაკლოვანებებს, რაც შესაძლო მძიმე დროების მიერ იყოს დაღდასმული.“

„უმჯობესია დებოშიორი იადონი, ვიდრე ღვთისმოშიში მგელი.“

„ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის.“

„მწერლები მტრედებივით ეჭვიანები არიან.“

„ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.“

„თუკი მარტოობის გეშინიათ, ვერ დაქორწინდებით.“

„კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ, იმით,რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.“

„არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.“

„კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. წარსულში ჩვენ აღარ ვართ და ის მშვენიერი გვეჩვენება.“

„სადაც ხელოვნება და ტალანტია, იქ უძლურია სიბერე, მარტოობა, ავადმყოფობა და, გარკვეულწილად, თვით სიკვდილიც კი.“

ანტონ ჩეხოვი

„მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.“

„ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე.“

„ექიმებს აქვთ ისეთი საზიზღარი დღეები და საათები, ღმერთმა ყველას აშოროს იგი. ექიმებს შორის მართალია, რომ იშვიათი მოვლენა არ გახლავთ უვიცები და თავხედები, ისევე, როგორც მწერლებს, ინჟინრებს და საერთოდ ადამიანებს შორის, მაგრამ ის საზიზღარი დღეები და საათები, რომელზედაც მე მოგახსენებთ, მხოლოდ ექიმებს თუ აქვთ.“

„ადამიანი, რომელსაც არაფერი სურს, არაფრის იმედია არ აქვს და არაფრის ეშინია, ვერასდროს გახდება ხელოვანი.“

„იკითხო, რა არის ცხოვრება, იგივეა, იკითხო, თუ რა არის სტაფილო. სტაფილო სტაფილოა და ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით მასზე.“

„არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.“

„ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა-საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან.“

„ვისაც არ შეუძლია, იყოს მოსიყვარულე, ვერასდროს გახდება მკაცრი.“

„იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.“

„თუ გსურთ მარტოობა, ცოლი შეირთეთ.“

„ექიმები ძალიან ჰგვანან ადვოკატებს. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადვოკატები მხოლოდ გძარცვავენ, მაშინ, როცა ექიმები გძარცვავენ და, ამასთან ერთად, გკლავენ.“

„რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button