Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

კაფსულა Hyperloop-მა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა – 463 კმ/სთ

ვაკუუმ-მატარებელ Hyperloop-ის კაფსულის პროექტმა, რომელიც შემუშავებულია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, SpaceX Hyperloop Pod კონკურსის მსვლელობისას სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა – 463 კილომეტრი საათში. ეს მაჩვენებელი 6 კმ/სთ-ით აღემატება წინამორბედი კაფსულის სიჩარეს – ნათქვამია კონკურსის წარმომადგენელთა შეტყობინებაში. 

ვაკუუმური მატარებლების შესახებ 2012 წელს გაჟღერებულმა ილონ მასკის იდეამ უამრავი მწარმოებლის, ანტრეპრენერის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობისა და რეალურობის საბოლოო დადასტურება ამ დრომდე არ მომხდარა. 

ისეთი კომპანიების პარალელურად, როგორებიცაა HTT და Hyperloop One, კაფსულის პროტოტიპებზე მუშაობით სხვადასხვა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან დაკავებულნი. ისინი ყოველწლიურად ახდენენ თავიანთი მუშაობის შედეგის წარდგენას კონკურსზე – Hyperloop Pod Competition, რომელსაც ატარებს აეროკოსმოსური კომპანია SpaceX. 

კონკურსის ფავორიტად უკვე მესამე წელია ითვლება გუნდი სახელად TUM – წინა შეჯიბრებებზე მისმა წევრებმა შეძლეს რვა მცირე ზომის ელექტროძრავის (ჯამური სიმძლავრე – 240 კვტ) მქონე კაფსულის აჩქარება 457 კმ/სთ-მდე.  

კონკურსის ახალ ეტაპზე სტუდენტებმა შეძლეს თავიანთი წინა რეკორდის გაუმჯობესება და სიჩქარის მაჩვენებელი 463 კმ/სთ-მდე გაზარდეს. შეჯიბრება ჩატარდა 1.6 კმ სიგრძის გვირაბში. კაფსულამ უსაფრთხოდ გაიარა გვირაბი და გზის დასასრულამდე 30 მეტრ მანძილზე გაჩერდა მშვიდობიანად. 

კონკურს Hyperloop Pod Competition-ის ორგანიზატორების განცხადებით, მომდევნო წელს კონკურსი გაიმართება მოსახვევიან გვირაბში. Hyperloop-ის მომდევნო სამიზნე იქნება 1200 კმ/სთ სიჩქარის დაფიქსირება, ასე რომ ინჟინრებს მოუწევთ კაფსულების კონფიგურაციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიჩქარის გაზრდა – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button