ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა – ამონარიდები

„- მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?
– ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს.
– უკაცრავად, მაგრამ იმისათვის რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაიმე, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისათვის. როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არათუ შეუძლია, გეგმა შეადგინოს თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც განაგებთ. ჰოდა,როცა ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ… ჰე… ჰე… ფილტვების სარკომა დაგემართოთ… და თქვენს გამოგონილს ბოლო მოეღება!
– დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ის არის, რომ…
– დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს. “

„ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.“

„- ჰეგემონო, ხომ არ გგონია, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე შენ დაჰკიდე? თუ გგონია, ძალიან ცდები.
– მე იმ ბეწვის გადაჭრა შემიძლია.
– ამაშიც ცდები. ალბათ დამეთანხმები, რომ ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.“

„თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!“

283639_478767252135228_1847725310_n„ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.“

„არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.“

„ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.“

„ძალზე სასიამოვნოიქნებოდა, რომ მშვენიერი ყოფილიყავით, მაგრამ რაკი არ გსურთ, ნუ იქნებით.“

„- თქვენ მწერლები ხართ?
– რა თქმა უნდა.
– მოწმობები მაჩვენეთ!
– ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა…
– თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
– ვინ იცის, ვინ იცის.
– დოსტოევსკი მოკვდა.
– პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
– მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
– მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს.“

406207_478767785468508_63816010_n„ო, ღმერთებო, ღმერთებო! რა მწუხარეა დედამიწა შებინდებისას! ჭაობებს იდუმალებით მოცული ნისლი დასწოლია! ვისაც ამ ნისლში უგზო-უკვლოდ უხეტიალია, ვინც სიკვდილის წინ უსაზღვროდ გატანჯულა, უზომო ტვირთით მხრებდამძიმებულს დედამიწისათვის გადაუფრენია, ეს იმან უწყის. ეს იმან იცის, ვინც დაქანცულა… იცის და ამ ნისლს, ჭაობებსა და მდინარეებს დაუნანებლად ტოვებს. სიკვდილს გულმშვიდად ეგებება, რადგან ისიც იცის, რომ სიკვდილის გარდა ვეღარაფერი დაამშვიდებს.“

„რას იზამ, ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.“

„- თორმეტი ათასი მთვარიანი ღამით ტანჯვა ერთი მთვარიანი ღამის საზღაურად, განა ძალზე ბევრი არ არის?
– ყველაფერი თავის რიგზე იქნება, ქვეყნიერება ამაზეა აგებული.“

„ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!“

„რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button