გამონათქვამებისაკითხავი

ედგარ ალან პო – გამონათქვამები

„მთელი ცხოვრება საშინელებათა თეატრია.“

„ყველას უყვარდა, თუმცა ყველამ მიატოვა.“

„მორალი? და რა არის ეს?“

„ანგელოზთ, ბევრად უბედურთ, ცაში შევშურდით აქ მე და ის.“

„ადამიანური წარმოსახვა დემონია – ნუ გააღვიძებთ მას, თორემ დავიღუპებით, ის ჩვენ შეგვჭამს.“

„მე სულ სხვა რამ მაქვს მხედველობაში: ააქვს თუ არა იმედი ჩემნაირ არარაობას?“

„მე არასდროს მჯეროდა მოჩვენებების არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ და ყველგან თან დამსდევდნენ.“

„შემთხვევითი ინტერვალებით მე ჭკუიდან მშლიდა საშინლად საღი გონება.“

„ნებისმიერი სახის სილამაზე, თუკი ის უზადოა, უცილობლად მიიყვანს მგრძნობიარე სულის ადამიანს ცრემლებამდე.“

„თუ გსურს, სამუდამოდ დაივიწყო რაიმე, მაშინ შთააგონე შენს თავს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო.“

„ის, რაც მე მიყვარს, მიყვარს მხოლოდ მარტოობაში.“

„ბავშვობაში მე არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვები, მაგრამ ვხედავდი ისე, როგორც ხედავდა ყველა.“

„ისინი, ვინც სიზმრებს ცხადად დღისით ხედავენ, ყოველთვის უფრო წინ მიიწევენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ღამით, დაძინებისას ხედავენ მას.“

„დიდი უბედურებაა არ გქონდეს მარტოდ დარჩენის საშუალება.“

„ვერც ეს სული და ვერც ეს აჩრდილი, რომელიც ხალიჩაზე წევს, ვერასდროს ვერ წამოდგებიან.“

„მე ძლიერი რწმენა მაქვს სულელების მიმართ, რასაც ჩემი მეგობრები თვითრწმენას უწოდებენ.“

„სინამდვილეში ადამიანი ბედნიერია — ის ცხოვრობს მოლოდინში, რომ ბედნიერება წუთი-წუთზე დადგება.“

„უცოდინრობა ეს ბედნიერებაა, სრულყოფილი კი მაშინაა, როდესაც ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ არ იცი.“

„ჭაღარა თმები — ეს წარსულის არქივია.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button