ისტორიასურათები

რუანდის გენოციდის მემორიალი (+15)

მურამბის ტექნიკური სკოლა, ასევე ცნობილი როგორც რუანდის გენოციდის მემორიალის ცენტრი, მდებარეობს სამხრეთ რუანდაში და 1994 წელს მომხდარი გენოციდის ეპიცენტრი იყო. ამ ადგილას დახოცილთა ძვლები და მუმიფიცირებული სხეულები ინახება, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბურია.

1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე ერთმანეთს ებრძოდნენ ტუტსისა და ჰუტუს ტომები. 100 დღის განმავლობაში 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი დაიღუპა. ხოცვა-ჟლეტის დროს ზოგმა ეკლესიებს შეაფარა თავი, ზოგმა კი ზემოთხსენებულ ტექნიკურ სკოლას (დაახლოებით 65 000-მა ადამიანმა). მათ იმედი ჰქონდათ, რომ იქ მყოფი ფრანგი ჯარისკაცები დაიცავდნენ, მაგრამ მათ 5 დღის შემდეგ დატოვეს სკოლა, რასაც ჰუტუს ტომელების თავდასხმა მოჰყვა. 45 000-მდე ტუტსელი იქვე დახოცეს, გაქცეულებიდან კი თითქმის ყველა ან გზაში მოკლეს, ან 1-2 დღის შემდგომ, როცა ადგილობრივ ეკლესიებში შესვლას ცდილობდნენ.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button