Nakamoto Game – გამჭვირვალე ბლოკჩეინ-თამაში Bitcoin Cash-ზე
Bitcoin Cash-ის მხარდამჭერები განიხილავენ ახალი ტიპის სისტემის ლატარეას, რომელშიც გამოყენებულია BCH chain მოქმედების გამჭვირვალობისთვის. თამაში Nakamoto-ს შესახებ 6 მარტს გამოცხადდა და იგი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს – მიიღოს მონაწილეობა რეგისტრაციის გარეშე. როგორ წესი, მომხმარებელი ირჩევს ფსონად 0,01 BCH-ის დადებას ან რამოდენიმე ფსონის განთავსებას სკანირებადი QR-კოდით. ID ტრანზაქციის იდენტიფიკატორის ბოლო სიმბოლო (TxID) გენერირებულია მომხმარებლის მიერ BCH-ის გაგზავნისას და წარმოადგენს მის „იღბლიან ნომერს“. ყოველ სამ დღეში სისტემაში გამოიყენება block height, რაც საჭიროებს 400 ბლოკს თითოეული რაუნდის გამარჯვებულის გამოსავლენად.
ამ დრომდე უკვე რამოდენიმე ჯეკპოტი გათამაშდა. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგებული თანხის გადანაწილების შესახებ საიტზე იხილონ. ჯეკპოტის რაოდენობა ვარირებს და ამჟამინდელი მომდევნო ორი დღის მოგება შეადგენს 1,92 BCH-ს (256 აშშ დოლარი). როდესაც მომხმარებლის იღბლიანი ნომერი (TxID) ემთხვევა უკანასკნელ alphanumeric-სიმბოლოს, მომხმარებელი იგებს. თუკი იღბლიანი რიცხვი არ აღმოჩნდება სამიზნე block’s hash-ში, მოქმედება ახალ რაუნდზე გადადის. Nakamoto Game-ის შემქმნელებმა სისტემა r/btc-ზე დააანონსეს და როგორც ჩანს BCH-ქომიუნითისაც მოსწონს იდეა.
„ჩვენ შევქმენით მსოფლიოში პირველი ლატარეა BCH-ის ბაზაზე და იგი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. რეგისტრაცია საჭირო არ არის და თამაში 100 %-ით სამართლიანია – როდესაც ჯეკპოტი თამაშდება, იგი მომხმარებელს მომენტალურად აუნაზღაურდება“ – აცხადებენ თამაშის შემქმნელები.
მას შემდეგ, როდესაც მოხდება იღბლიანი რიცხვის იდენტიფიკაცია, მომხმარებელი მიიღებს ჯეკპოტის 70%-ს, დანარჩენი 30% კი გადადის შემდეგ რაუნდში „იმისათვის, რომ მოხდეს მეტი მომხმარებლის მოზიდვა და შეიქმნას უფრო მსხვილი ჯეკპოტები“. ლატარეის შემქმნელები აცხადებენ, რომ საქმიანობა ტრანზაქციაზე 1 %-ს იღებს, რათა ოპერაცია დაფინანსდეს. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ თანხა რამოდენიმე მომხმარებელმა მოიგოს და ყველა გამარჯვებულის ვერიფიკაცია ბლოკჩეინზე მოხდება.
აზარტული თამაშები და ონლაინ-ლატარეები ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა ადამიანები არ იყვნენ დარწმუნებულნი, სამართლიანად მიმდინარეობდა თუ არა. ბევრი თვლის, რომ კრიპტოვალუტებმა შესაძლებელია ამგვარი თამაშები უფრო სამართლიანი გახადონ გამჭვირვალობის დამტკიცების წყალობით, რომელიც დაკავშირებულია Bitcoin Cash distributed ledger-თან.