NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ხსნის ტურისტებისთვის – 35 ათასი დოლარი დღეში
აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განაცხადა ახალი გეგმის შესახებ, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გეგმა მნიშვნელოვნად გააფრთოებს კოსმოსურ სადგურზე წვდომას კომერციული კომპანიებისა და კერძო კოსმონავტებისთვის.
NASA უკვე იძლევა ნებართვას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარკვეული კვლევების ჩატარებაზე, ამჯერად კი სააგენტომ განაცხადა, რომ აფართოებს შესაძლებლობებს კომპანიებისათვის, რათა „ინოვაციებმა და გამომგონებლობამ შეძლოს დააჩქაროს საწარმოო განვითარება დედამიწის ახლო ორბიტაზე“.
NASA-ს კონცეფცია ხუთი ნაწილისგან შედგება და ერთ-ერთია საშუალების მინიჭება კერძო ასტრონავტებისვის – განახორციელონ კომერციული და მარკეტინგული ღონისძიებები კოსმოსურ სადგურზე.
ყოველ წელს ორი კერძო კოსმონავტი შეძლებს დარჩეს კოსმოსურ სადგურზე 30 დღის მანძილზე იმ პირობით, რომ ისინი იქამდე მიაღწევენ კომერციული ამერიკული კოსმოსური რაკეტის მეშვეობით, მაგალითად, SpaceX-ის ან Boeing-ის რაკეტით, რაშიც ისინი დღეში 35 ათას დოლარს გადაიხდიან. ამ გადასახადით მოხდება NASA-ს ხარჯების კომპენსირება.
ანგლო-ამერიკელმა ანტრეპრენერმა, Richard Garriott-მა 2008 წელს 30 მლნ გადაიხადა იმისათვის, რომ ორი კვირა გაეტარებინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. იგი NASA-ს ახალ გადაწყვეტილებას უწოდებს კოსმოსურ სფეროში ამერიკის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას.
Garriott ერთ-ერთია იმ შვიდი პირიდან, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდნენ. მისი თქმით ათი წლის წინ NASA აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსურ ობიექტზე მათ არსებობას.
Garriott-ის აზრით კოსმოსის კომერციალიზაცია ბიძგს მისცემს იმ კვლევებს, რომლებიც აუცილებელია ასტრონავტების შორეულ კოსმოსში გაშვებისათვის, აგრეთვე ხელს შეუწყობს კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას კომფორტის დონის ამაღლებას.
„საკვები არ არის მიმზიდველი, ასევე ფაქტობრივად არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები“ – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ამ ორ საკითხში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ვითარება კომერციული ინოვაციების წყალობით.