გაფრთხილება ახალი ანგარიშის მიხედვით: კრიპტო ბირჟების ბრუნვის 87% პოტენციურად საეჭვოა
The Tie-ს ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოსავალუტო ბირჟების ბრუნვის თითქმის 90% შესაძლოა არასაიმედო იყოს.
97 ბირჟაზე მონაცემების შეგროვებისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლების
მიერ მოზიდული თანხების მოცულობა რეალურად უბრალოდ არ არსებობს.
აღმოჩენა ეხება როგორც ნაკლებად ცნობილ ბირჟებს, ასევე ისეთ მსხვილ და სახელგანთქმულ კომპანიებს, როგორებიცაა Binance და Kraken.
“საერთო ჯამში გამოვითვალეთ: ჩვენი შეფასებით ბირჟების 87 % იტყობინება, რომ სავაჭრო ბრუნვა პოტენციურად საეჭვო ჩანს და ბირჟების 75% მათზე რაიმე სახის საეჭვო აქტივობას ახორციელებს“ – წერს The Tie. ორგანიზაციამ ასევე დაამატა:
„თითოეულ ბირჟას რომ ჰქონოდა ისეთი საშუალო ვიზიტი/სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი, როგორც აქვთ CoinbasePro-ს, Gemini-ს, Poloniex-ს, Binance-სა და Kraken-ს, 100 მსხვილი ბირჟის ვაჭრობის მთლიანი მოცულობა დღეში 2,1 მლრდ იქნებოდა. ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 15,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს“.
კრიპტო ბირჟები ხშირად ხვდება ბრუნვის მოცულობის შესახებ არასწორი მოხსენების გამო ბრალდებების ქვეშ: ანალოგიური შეტყობინება გამოქვეყნდა 2018 წლის მარტშიც, სადაც მოცემული იყო ხსენებული ბირჟებისადმი გაფრთხილება მსგავსი პრობლემის შესახებ.
Binance-ის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ რესურსების დათვლისას დაბნეულობა CoinMarketCap-მა შეიტანა.
„რატომ ახდენენ ბირჟები ბრუნვის მოცულობის გაყალბებას?“ – The Tie-ს ამ კითხვას Zhao-მ ამგავრად გასცა პასუხი:
„CoinMarketCap-ი ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტია ჩვენს სფეროში და იგი ყველაზე დიდი რეფერალია ყველა ბირჟისთვის. CMC-ის მაღალი რეიტინგი უპირატესობას იძლევა მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, თუმცა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის სანდოობის შემცირების ხარჯზე“.
Zhao-ს იგივე აქვს ნათქვამი CoinMarketCap-ის შესახებ გასული წლის დეკემბერში, როდესაც ფოკუსირება მოახდინა 25 საუკეთესო Bitcoin (BTC) trading pair-ზე.
ამასთან, გასულ თვეში Cointelegraph-ისგან ცნობილი გახდა, რომ კრიპტო გაცვლების საერთო მოცულობა დაეცა 2017 წლის მაისის მინიმუმამდე.