გაიხსნა ფუტურისტული ავტომობილების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მოდელები ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან
ავტომობილებისადმი არაგულგრილ ნებისმიერ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ლოს-ანჯელესში არსებული პეტერსენის საავტომობილო მუზეუმი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობაა ამჟამად, რადგანაც რამოდენიმე დღის წინ გაიხსნა გამოფენა Hollywood Dream Machines: სატრანსპორტო საშუალებები სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სხვადასხვა ავტომობილი პოპულარული ფილმებიდან.
ალბათ ყველას აქვს ნანახი „Star Wars”, “Blade Runner”, Jurassic Park”, “Mad Max” და უამრავი სხვა. ყველა კინომანი იცნობს ავტომობილ DeLorean-ს ფილმიდან „Back To The Future”, ფუტურისტულ მოტოციკლს ფილმიდან „Tron: Legacy”, ასევე ჯავშანმანქანას “Prometheus”-იდან.
პეტერსენის საავტომობილო მუზეუმის დირექტორმა ტერი კარგესმა პორტალ Gizmodo-სთან აღნიშნა, რომ ეს გამოფენა ყველაზე მასშტაბურია შენობის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ იხილონ საკულტო ავტომობილების მოდელები, აგრეთვე ისარგებლონ შერეული რეალობის ტექნოლოგიით (გამოიყენება Microsoft Hololens სათვალე) და მონაწილეობა მიიღონ ვირტუალურ ექსკურსიაში, სადაც შეაფასებენ ფანტასტიკური ავტომობილების ესთეტიკას.
ქვემოთ წარმოდგენილია ექსპონატების მხოლოდ რამოდენიმე მოდელი:
ტრანსპორტერი Weyland RT01 ფილმიდან: “Prometheus“ (2012)
AMT Piranha ფილმიდან: “ The Man from U.N.C.L.E.” (2015)
DeLorean ფილმიდან: “Back To the Future” (1985)
Shala Vette ფილმიდან: “Death Race 2000“ (1975)
Skynet-ის მოტოციკლი ფილმიდან: “Terminator: Salvation” (2009)
Ford Explorer XLT Tour Vehicle #07 ფილმიდან: „Jurassic Park” (1993)
მოტოციკლი ფილმიდან: „Tron: Legacy” (2010)
Lexus LC 500 ფილმიდან“: „Black Panther” (2018)
Knight Rider Pontiac Firebird სერიალიდან: „Knight Rider“ (1982–1986)
ბეტმობილი ფილმიდან: “Batman” (1966)
მოტოციკლი ჰოლივუდური ადაპტაციიდან: „Ghost in the Shell“ (2015)
Jaguar XKR ფილმიდან: “Die Another Day” (2002)
სპინერი ფილმიდან: „Blade Runner 2049” (2017)
Mach 5 ფილმიდან: „Speed Racer“ (2008)
პოლიციის ავტომობილი ფილმიდან: “Back to the Future 2” (1989)
Roadster Lexus ფილმიდან: “Minority Report” (2002)
დეკარდის სედანი (1982)
კიდევ ერთი ბეტმობილი ფილმიდან: „Batman” (1989)
გამოფენაზე შესასვლელი ბილეთის ფასია 11 დოლარი (ბავშვებისათვის) და 16 დოლარი მოზრდილებისათვის.