Amazon-ი კომპანიებს უფლებას მისცემს გადააპროგრამონ Alexa თავიანთი სამუშაო ამოცანების შესრულებისთვის
Amazon-ი კომპანიებს უფლებას მისცემს გადააპროგრამონ Alexa თავიანთი სამუშაო ამოცანების შესრულებისთვის
კომპანიის მიერ მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე რესურსი Egadget ავრცელებს სიახლეს: Amazon-მა წარადგინა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ბრძანებები მისი ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მისამართით სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად.
კომპანია ღია წვდომას სთავაზობს რამოდენიმე ათეულ პატერნზე, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია ხმოვან ასისტენტში სხვადასხვა სახის დავალებების შესრულებისთვის. ოფიციალურ ბლოგში Amazon-ი მიუთითებს, რომ მათი დაყენებისთვის კომპანიებს არ დასჭირდებათ კოდის დაწერა.
მზა ბრძანებების რიცხვში შედის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც კომპანიის თანამშრომლები ან ვიზიტორები ყველაზე ხშირად უსვამენ HR-სპეციალისტებს ან მიმღების ადმინისტრატორებს. მათ შორისაა: „რა არის Wi-Fi-ს პაროლი?“ „როდის დაიწყება რეგისტრაციის გახსნა?“ „როგორ ვმართო ელექტრონული ფოსტა ჩემს სმარტფონში?“ და ა.შ.
Amazon-ი აღნიშნავს, რომ ბიზნეს-წინადადება არ იქნება გამოყენებული არაინაირ მოწყობილობაზე კლიენტი-კომპანიის ოფისს გარეთ.