
პოეზია
უილიამ ბლეიკი სიყვარულის ბაღი
სიყვარულის ბაღში ვიყავ და იქ ვნახე საოცრება,
რაც მანამდე არ მენახა.
შუა მოლზე სადაც ხშირად ბავშვობაში მეთამაშა,
სამლოცველო აუგიათ!
სამლოცველოს ყველა კარი იყო მაგრად ჩაკეტილი,
და ერთ კარზე იყო ასე წარწერილი: “შენ არ გღირს გყოფ აქ შემოსვლად!”
და გავბრუნდი ისევ უკან, სად მიმზიდველ ნორჩ ყვავილებს
სიყვარულის ბაღი ერგოთ;
და ამ ბაღში, ამ ბაღნარში ნაცვლად ტურფა ყვავილების
იდგნენ უტყვი ქვის ლოდები.
ხოლო მღვდლები შაოსანნი გლოვად წრეზე დადიოდნენ,
სიხარულსა და სურვილებს ეკალ-ნარით მიღობავდნენ.
ინგლისურიდან თარგმნა მარიკა აბაშიძემ