
მუსიკა
Healer Twins – Healer Twins
indie pop
დები ლიანა და თეა შენგელაიები წარმოგვიდგენენ ქალაქ დუბაიში ჩაწერილ პოპ-ალბომს, სადაც 8 ლამაზად არანჟირებული პოპ-სიმღერა კარგადააა შესრულებული და მარტივი ტექსტების მიუხედავად ჭკვიანური არანჟირების წყალობით ლამაზ ატმოსფეროს ქმნის. ალბომის ბოლო სიმღერა ჯგუფ „ეგარი“-სთან ერთად ჩაწერილი „გელინო“-ს ინგლისურენოვანი ვერსიაა. არჩევა რომ მთხოვონ, ალბომის საუკეთესოებად ავირჩევდი “Wherever You Go“-ს მისამღერის და “Snake In The Desert”-ს თავისი საინტერესო აღმოსავლური შთაბეჭდილების გამო. “Birdman” მსმენელს თავისი მსუბუქი პოპ-მელანქოლიით ოდნავ Lana Del Rey-საც მოაგონებს.
მოსასმენი ბმული: Healer Twins – Healer Twins