პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი – სისხლიან ფერებს ებრძვის პალიტრა

სისხლიან ფერებს ებრძვის პალიტრა

სად შეკრებილა ღმერთების დასი

სხვა მრავალ ხილვას სული აიტანს

ჭრილობა მაინც დარჩება ბასრი

მიყენებული მრავალ განცდისგან

რასაც ამზადებს ცხოვრების ცელი

მგლოვარე ჰანგი ისმის ტაძრიდან

შავი, ფარული და დაუღლელი

ყვავების გუნდი ესევა გუმბათს

ფერმკრთალი მთვარე ცაზე კიდია

და თითქო სულის კვლავ დასაღუპად

ყვავებიც სადღაც მთებში მიდიან.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button